დღესდღეობით ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული მედიკამენტები აფთიაქებში მხოლოდ მკაცრი კლინიკური კვლევების გავლის შემდეგ ხვდება. ბოლო 50 წლის განმავლობაში მედიცინის სფერომ უზარმაზარი წინსვლა განიცადა — რაშიც კლინიკურ კვლევებს გადამწყვეტი როლი აქვს. ამ პროცესში არამხოლოდ ინოვაციური მედიკამენტები იქმნება, არამედ იმპლემენტირდება დაავადებების მკურნალობის უახლესი მეთოდებიც.
ფარმაცევტული კომპანიის მიერ შემუშავებული ახალი მედიკამენტები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თანამედროვე ადამიანის ცხოვრების ხარისხს და იწვევს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას.
კლინიკური კვლევები წარმოადგენს ახალი სამკურნალო საშუალებების შექმნის შეუცვლელ ეტაპს და სრულ შესაბამისობაში ტარდება ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. კვლევები მიმდინარეობს ICH-GCP-ის (სამედიცინო პროდუქტების რეგისტრაციის ტექნიკური მოთხოვნების ჰარმონიზაციის საერთაშორისო კონფერენცია – კარგი კლინიკური პრაქტიკა) და ჰელსინკის დეკლარაციის მოთხოვნების დაცვით, რომელიც მიღებულია მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის მიერ 1964 წელს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ფარმაცევტული კომპანიების თანამშრომლობის, კვლევების პროცესის და ARENSIA-ს გამოცდილების შესახებ, რომელიც ახალ მედიკამენტებზე მუშაობაში პიონერ კომპანიებთან თანამშრომლობს.
ARENSIA მიზნად ისახავს, პაციენტებს უზრუნველყოს ყველაზე ინოვაციური მკურნალობით მედიკამენტების შემუშავების ყველა ეტაპზე. როგორც ფარმაცევტული კომპანია, ARENSIA დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება პაციენტების კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და კომფორტს. ჩვენი პროფესიონალი გუნდი ამ პრინციპებს თითოეული კვლევისას ზრუნვის ცენტრში აყენებს.
ერთად ვქმნით ჯანმრთელ მომავალს!
ARENSIA საქართველო — ფარმაცევტული კომპანია, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალთა შეკრული და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდით. ჩვენი კლინიკური კვლევების ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და სპეციალურად შერჩეული სპეციალისტებით, სხვადასხვა თერაპიულ მიმართულებაში.
გუნდის ყველა წევრი გადის სავალდებულო ტრენინგს კლინიკური კვლევების განხორციელებაზე და ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.
ჩვენი მისიაა — უზრუნველვყოთ პაციენტების უფლებების დაცვა, მათი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა კვლევის ყოველი ეტაპზე.
ARENSIA-ში პაციენტის უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტია.
რევმატოიდული ართრიტი, ანთებითი ართრიტი, ოსტეოართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, კანის წითელი მგლურა
წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ნაწლავის ანთებითი დაავადება, არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი, ციროზი, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება
არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ჰიპერტენზია, გულის კორონარული დაავადება
ტიპი 1 / ტიპი 2 დიაბეტი, დიაბეტური ნეიროპათია, სიმსუქნე, გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევა, დისლიპიდემია
ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადება, ტუბერკულოზი
დემენცია, ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი, ნეიროდეგენერაციული დაავადებები, პარკინსონის დაავადება, ტკივილი, ალცჰეიმერის დაავადება, ფსიქოსომატური დარღვევები
იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა (ITP), ჰემოფილია
ენდომეტრიოზი, შარდის ბუშტის ინფექცია, შარდის ბუშტის კონტროლის დარღვევა, საშარდე გზების ინფექცია, საშვილოსნოს ანომალური სისხლდენა, ფიბროიდები, მენოპაუზა
აკნე, ფსორიაზი, ალოპეცია, ატოპიური დერმატიტი
კოლორექტალური კიბო, ძუძუს კიბო, ფილტვის კიბო, კანის კიბო, ჰემობლასტოზი, კუჭის კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო, პროსტატის კიბო, საკვერცხის კიბო, ღვიძლის კიბო, ფარისებრი ჯირკვლის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, თირკმლის კიბო, თავისა და კისრის კიბო, სარკომა, ენდომეტრიუმის კიბო, ჰემატო-ონკოლოგია